ეკო კლუბი „ბუნების მგოსნები“
ჩვენი სლოგანი: „დედამიწის დღე არის ყოველ დღე!“
ეკო კლუბი „ბუნების მგოსნები“ აერთიანებს აქტიურ და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ახალგაზრდებს, რომელთათვისაც გარემოზე ზრუნვა წესია და არა გამონაკლისი. ჩვენი კლუბის წევრები არიან ის „მგოსნები“, რომლებიც არამხოლოდ საუბრობენ ბუნების დაცვაზე, არამედ ყოველდღიური ქმედებებით ამტკიცებენ სლოგანს: „დედამიწის დღე არის ყოველ დღე!“
ჩვენ ვცდილობთ, ეკოლოგიური ცოდნა გადავაქციოთ პრაქტიკულ ჩვევად.
ჩვენი საქმიანობა:
მუდმივი მოქმედება: გარემოს დაცვისა და დასუფთავების აქციების, ასევე ნარჩენების მართვის პრაქტიკული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.
ცნობიერების ზრდა: შემეცნებითი შეხვედრების, ეკო-ფილმების ჩვენებების და დისკუსიების მოწყობა, რათა ეკოლოგიური განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
კვლევა: ადგილობრივი ეკო-პრობლემების შესწავლა, მათი ამსახველი მასალების შექმნა და გადაჭრის გზებზე მჯელობა.
გამწვანება: მებაღეობისა და გამწვანების პროექტებით ბიომრავალფეროვნების მხარდაჭერა.
თუ გჯერა, რომ დედამიწის დღე არის ყოველ დღე და მზად ხარ, შენი ენერგია დაუთმო გარემოს უკეთესობისკენ შეცვლას, შემოუერთდი „ბუნების მგოსნებს“!
Комментариев нет:
Отправить комментарий